Open hours: Monday - Sunday 8:00AM - 9:00PM
მევენახების მხარე: კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა: ქინძმარაულის მევენახეობის სპეციალური ზონა
ღვინის კატეგორია: ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში: საფერავი 100%
ღვინის ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი
ანალიზი: ალკოჰოლი 11%-11.5%; ნარჩენი შაქარი 30-45 გ/ლ ტიტრული
მჟავიანობა 5,5-6,5 გ/ლ.
ყურძენი იკრიფება ხელით სიმწიფის პიკზე. კლერტის გაცლას და დაწურვას
მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) დუღილი, უჟანგავ
ფოლადის რეზერუარში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით.
5-7 დღიანი დუღილის შემდგომ მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე.
დუღილი ჩერდება გაციებით რითაც ვინარჩუნებთ ბუნებრივ სიტკბოს. მუქ
შინდისფერ ღვინოს ახასიათებს ტკბილი მაყვლის, ველური ჟოლოს არომატები
და კენკრის სურნელის ტონები.დაბოლოება ხანგრძლივია მჟავიანობით და
ტკბილი ხილის გემოთი.
მევენახების მხარე: კახეთის მევენახეობის მხარე
კატეგორია: რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში: მწვანე 50% ქისი 50%
ღვინის ტიპი: თეთრი მშრალი
დავარგება: ქვევრში
ანალიზი: ალკოჰოლი 13%; ნარჩენი შაქარი < 3 გ/ლ ტიტრული
მჟავიანობა 6 გ/ლ.
იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები მწვანე და ქისი იკრიფება გვიან
სექტემბერში. მისი დაყენება ხდება ძველი ქართული ტრადიის მიხედვით.
ხელით დაკრეფილი ყურძენი გადადის ქვევრში სადაც დუღილი მიმდინარეობს
მარცვალზე არსებული ბუნებრივი საფუარის მეშვეობით 13-14°C-ზე. 5 თვის
განმავლობაში ღვინო ვარგდება ქვევრში, ხოლო შემდეგ გადადის უჟანგავ
ცისტერნაში. ღია ოქროსფერი , მზიანი ღვინო ხასიათდება ატმისა და
მწიფე ტროპიკული ხილის ტონებით. არომატი და გემო ჰარმონიულად ერწყმის
ერთმანეთს.
მევენახების მხარე: კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა: მუკუზანის მევენახეობის სპეციალური ზონა
ღვინის კატეგორია: ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში: საფერავი 100%
ღვინის ტიპი: წითელი მშრალი
ანალიზი: ალკოჰოლი 13%-13.5%; ნარჩენი შაქარი < 3 გ/ლ ტიტრული
მჟავიანობა: 5- 6 გ/ლ.
100% მწიფე ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის და დაწურვის
შემდეგ მიმდინარეობს დუღილი (23-28°C) უჟანგავ რეზერუარში.
ფერმენტაცია მიმდინარეობს წმინდა კულტურული საფუარით. ვაშლრძემჟავა
დუღილის დასრულების შემდეგ ღვინო გადადის ფრანგული მუხის კასრებში
სადაც დავარგება მიმდინარეობს 6-8 თვე. მუქი წითელი ღვინო გამოირჩევა
შავი ალუბლის და შავი შოკოლადის არომატებით. იგი გამოირჩევა
სხეულიანი და სავსე ხილის ტონებით, ძლიერი ტანინით გამყოლი გემოთი.
სასმელის ტიპი: ბრენდი
შემადგენლობა: ალკ. 40%
შეფუთვა: 700მლ.
ჩვენი ბრენდი არის ფრანგულ კასრებში დავარგებული ძველი და
ხარისხოვანი, არომატული თვისებებით გამორჩეული ღვინის ბრენდის
ნაზავი. გამოირჩევა შოკოლადის არომატით ასევე ბლანტ სტრუქტურაში
იგრძნობა მუხის, ვანილის ტონები.
მევენახების მხარე: კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა: წინანდლის მევენახეობის სპეციალური ზონა
ღვინის კატეგორია: ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში: რქაწითელი 75%, მწვანე 25%
ღვინის ტიპი: თეთრი მშრალი
ანალიზი: ალკოჰოლი 12,5%-13%; ნარჩენი შაქარი < 3 გ/ლ ტიტრული
მჟავიანობა 5- 6 გ/ლ.
სიმწიფის პიკზე ყოფნისას იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის შემდგომ
ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. დაწმენდილი თვითნადენი წვენის
დუღილი მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნაში განსაზღვრულ
ტემპერატურაზე (15-18°C). დუღილის დასრულების შემდეგ ღვინო გადადის
სხვა ცისტერნაში შემდგომი დავარგებისთვის. ჩალისფერი, ელეგანტური
ღვინო გამოირჩევა ინტენსიურად გამოხატული ბუკეტით და მინდვრის
ყავავილების სურნელით გაჯერებული სასიამოვნო არომატით. დაბოლოება კი
დაბალანსებულია ახალი ატმის და მსხალის ტონებით.
მევენახების მხარე: კახეთის მევენახეობის მხარე
კატეგორია: რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში: ქისი 50% ხიხვი 50%
ღვინის ტიპი: თეთრი მშრალი
დავარგება: ქვევრში
ანალიზი: ალკოჰოლი 13%; ნარჩენი შაქარი < 3 გ/ლ ტიტრული
მჟავიანობა: 6 გ/ლ.
ქისი და ხიხვი არის უძველესი ქართული ვაზის ჯიშები. იგი იკრიფება
სექტემბრის მეორე დეკადაში. კლერტის გაცლის შემდეგ ხდება ყურძნის
დაწურვა ქართული ტრადიციული მეთოდით-ქვევრში. დუღილის დასრულების
შემდეგ ხდება მათი გადავსება და დალუქვა სადაც ინახება 5 თვე, ხოლო
შემდგომ გადადის უჟანგავ ცისტერნაში. მუქი ჩალისფერი შეფერილობა
ღვინოს აძლევს განსაკუთრებულ ელეგანტურობას. ის ხასიათდება მწიფე
მსხლის და ყვითელი ჩირის სასიამოვნო არომატით. დაბოლოება ხანგრძლივია
ტანინების თანხლებით.
მევენახების მხარე: კახეთის მევენახეობის მხარე
კატეგორია: რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში: საფერავი 100%
ღვინის ტიპი: წითელი მშრალი
ანალიზი: ალკოჰოლი 12,5%-13,5%; ნარჩენი შაქარი < 3 გ/ლ ტიტრული
მჟავიანობა 5- 6 გ/ლ.
სიმწიფეში მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის და დაწურვის
შემდეგ მიმდინარეობს დუღილი კონტროლირებად ტემპერატირაზე (23-28°C)
წმინდა კულტურული საფუარის გამოყენებით. ვაშლრძემჟავა დუღილის
დასრულების შემდეგ ლექიდან მოხსნით გადადის ახალ რეზერუარში სადაც
ხდება მისი დავარგება. მუქი წითელი საფერავი ხასიათდება ძლიერი
ჯიშური არომატით, გამოირჩევა შავი ალუბლის და ვანილის არომატებით.
აქვს ხანგრძლივი დაბოლოება.
ღვინის შესაძენად გთხოვთ დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე.
მობ: +995577405205
გადახდა შეგიძლიათ ნაღდი ანგარიშწორებით, ან საბანკო გადარიცხვით.
თიბისის ანგარიშის ნომერი: GE73TB7548136040100003